![]() წარმოუდგენელია მიდიოდე ასტრიდ ლინდგრენის სამყაროში და შენი თავგადასავალი არ გავდეს ზღაპარს. ყველაფერი თბილისის აეროპორტშივე დაიწყო ავია კომპანიამ თითქოს სპეციალურად ჩვენთვის განსაკუთრებული თვითმფრინავი შეარჩია. ფრენაც შესაბამისი აღმოჩნდ ხანგრძლივი მოგზაურობის შემდგომ, დავეშვით სტოკჰოლმის მახლობლად არლანდას საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ჩვენი მენტორი ლარში გველოდებოდა. დანიშნულების ადგილამდე ჯერ კიდევ ბევრი გზა და დრო გვქონდა. სანამდე კუნძულ გოტლენდზე გავემგზავრებოდით, ძველ ქალაქში - გამლა სთანში გასეირნება გადავწყვიტეთ. ბავშვობაში, კარლსონის წყალობით, სახურავებიდან დანახული სტსტოკჰოლმის მიმზიდველი ქუჩების და ყოფის გასანობად.სანახაობებმაც არ დააყოვნა. გადავაწყდით საინტერესო ადამიანებს, რომელბიც ცეკვავდნენ და კრიშნას სადიდებელ სიმღერას ასრულებდნენ. ვეწვიეთ შუასაუკუნეების და ხმელთაშუაზღვის კულტურების მუზეუმებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის უფასო იყო. შეუძლებელია არაფერი თქვა ორღანის კონცერტზე, რომელსაც წმ. კლარას ეკლესიაში მისულები დავემთხვიეთ. ემოციებით და თავგადასავლებით სავსე დღის დასასრულს ბორანით გავემგზავრეთ კუნძულ გოტლენდზე ეკოსოფელ სუდერბინში, სადაც გველოდებოდნენ ჩვენი მასპინძელი სუდერბინის ოჯახის წევრები. რთულიამოკლედაღწეროყველაისგანცდა, რაცთანახლდაამპერიოდს. ახალიგამოცდილება, ახალიცოდნა, ახალიურთიერთობები, საინტერესოადამიანები, თვითშემეცნებაესისმცირეჩამონათვალია, რაცუკავშირდებაჩენსთავგადასავალსდაცხოვრების დაუვიწყარეტაპსსუდერბინისთბილოჯახში, მსოფლიოსსხვადასხვაქვეყნისწარმომადგენლებთანერთად, რომლებსაცაერთიანებთერთიმნიშვნელოვანისამყაროსადასაზოგადოებისმიმართღიაობადასიყვარული. თავგადასავლის პირველი კვირა გარემოს გაცნობის და სუდერბინის ოჯახში საკუთარი ადგილის პოვნას დაეთმო. ამავე კვირაში გვქონდა ქართული საღამო, რამაც მოგვცა საშუალება წარგვედგინა საკუთარი თავი და გაგვეცნო ჩენი კულტურა სუდერბინელებისთვის. ამავე კვირაში აქტიურად ჩავერთეთ ძირითადი საქმიანობის პროცესში. გავეცანით მუშაობის პრინციპებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ორშაბათი დილის შეხვედრა, სადაც ოჯახის წევრები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ განწყობებს, გეგმავენ კვირას, კონკრეტულ დღეს და ინაწილებენ პასუხისმგებლობებს ოჯახში მიმდინარე პროცესებზე. იქნება ეს სასათბურე მეურნეობა, ინჟინერია, მებაღეობა, საოფისე საქმიანობა, სოციალური პროექტები თუ ორგანიზაციის მართვა. სუდერბინელები ამ საკითხებს ინაწილებენ სურვილის და კომპეტენციის მიხედვით. ასევე მნიშვნელოვანია საოჯახო საქმიანობა მაგ. სადილი, რომელზეც ყოველ სამუშაო დღეს ერთი ადამიანია პასუხისმგებელი იზრუნოს დანარჩენების კვებაზე. ეს ის მომენტია დილის შეხვედრის შემდგომ ყველა სუდერბინელი ერთად, რომ იყრის თავს და გემრიელად შეექცევა მადისაღმძვრელ და დაუვიწყარი არომატების მქონე ვეგანურ კერძებს. განსხვავებული და ნაკლებორგანიზებულია შაბათი-კვირა. ერთადერთი რაც გაწერილია, ესაა კვირა დღის ტრადიცია, საუზმეზე უგემრიელესი ბლინები ჯემით. გოტლენდზე ყოფნის პირველი შაბათი-კვირა დავუთმეთ ექსკურსიას ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე შუასაუკუნეების ქალაქ ვისბიში. ვიხეტიალეთ ძველი ქალაქის კოხტა და ფერად ქუჩებში, დავტკბით ულამაზესი ხედებით. ვესტუმრეთ ასტრიდ ლინდგრენის სახლმუზეუმს. ადგილს, სადაც დაიბადა ამბავი ჭორფლიან პეპიზე. ვეწვიეთ მუზეუმს, სადაც გავეცანით კუნძულ გოტლენდის ისტორიას. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია გრავირებული ქვები და ისტორია, რასაც თითოეული მათგანი გიყვება. სავსე დღის დასასრულს ვესტუმრეთ სუდერბინის ოჯახის წევრს, ინგრიდს და ულამაზესი ხედების ფონზე ერთად მივირთვით უგემრიელისი ვახშამი. შემდეგი შაბათი-კვირაც თავგადასავლებით დატვირთული აღმოჩნდა, გამოვცადეთ საკუთარი თავი ველოსიპედსა და სკეიტბორდზე. გვქონდა საღამოს ფართი. შევიგრძენით ვიზბის ღამის ცხოვრების რიტმი. კვირა დღეს გემრიელი ბლინების შემდგომ კვლავ გავემგზავრეთ ვისბიში ამჯერად უკვე დამოუკიდებლად. ვცადეთ სტოპი, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად უშედეგო მცდელობისა ქალაქში მაინც ჩავაღწიეთ ვიხეტიალეთ ქალაქის ქუჩებში და მაღაზიებში. საღამოს ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში დავესწარით არაჩვეულებრივი აღალგაზრდა შემოქმედების კონცერტს. არ გამოვტოვეთ ბოტანიკური ბაღში და ბალტიის ზღვის სანაპიროზე ხეტიალი. ავივსეთ ფილტვები სუფთა ჰაერით სხეული კი ახალი ენერგიით. ეს, ძალიან მოკლედ ჩვენი თავგადასავლების შესახებ. რაც შეეხება,უშუალოდ ჩვენს საქმიანობას ეკოსოფელში. სამი კვირის განმავლობაში,ჩართული ვიყავით ყოველდღიურ საქმიანობაში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა გავცნობოდით ახალ მეთოდებს, რომლებსაც იყენებენ სათბურებში და ბიომეურნეობის მართვის პროცესებში. გავეცანით სხვადასხვა სახის კომპოსტის მომზადების და ნარჩენების მართის ადგილობრივ მეთოდებს ნულოვანი დანაკარგის პრინციპით, ასევე გადამუშავების გზებს. განვივითარეთ უნარები, როგორ შეიძლება დაგეგმო ღონისძიება და სისრულეში მოიყვანო შენი ინიციატივა. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, საინტერესო ვორქშოპები და ფილმის ჩვენებები, ინგლისური და შვედური ენის გაკვეთილები და ვეგანური სამზარეულოს გაცნობა, რომლებიც ცოდნის გაღრმავებას, გაზიარებას და ახალი უნარების განვითარებას ემსახურება. შეუძლებელია არაფერი თქვა სუდერბინის ოჯახის თითოეულ წევრზე, რომლებმაც ინდივიდუალურად თუ ერთად უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ჩვენს განვითარებაში. ჩვენი სუდერბინში ყოფნის პერიოდი გავს ჩვენს მიერვე დათესილი ყვითელი პომიდვრის ზრდის პროცესს, რომელმაც სულ ახლახანს გაიღვიძა და ისწრაფვის ზრდისა და განვითარებისკენ. |
Suderbyn blogWhat's happening in the ecovillage? What projects are we running at the moment? Here you can follow our work and find out about exciting news and events! Archives
June 2021
Categories
All
|