![]() წარმოუდგენელია მიდიოდე ასტრიდ ლინდგრენის სამყაროში და შენი თავგადასავალი არ გავდეს ზღაპარს. ყველაფერი თბილისის აეროპორტშივე დაიწყო ავია კომპანიამ თითქოს სპეციალურად ჩვენთვის განსაკუთრებული თვითმფრინავი შეარჩია. ფრენაც შესაბამისი აღმოჩნდ ხანგრძლივი მოგზაურობის შემდგომ, დავეშვით სტოკჰოლმის მახლობლად არლანდას საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ჩვენი მენტორი ლარში გველოდებოდა. დანიშნულების ადგილამდე ჯერ კიდევ ბევრი გზა და დრო გვქონდა. სანამდე კუნძულ გოტლენდზე გავემგზავრებოდით, ძველ ქალაქში - გამლა სთანში გასეირნება გადავწყვიტეთ. ბავშვობაში, კარლსონის წყალობით, სახურავებიდან დანახული სტსტოკჰოლმის მიმზიდველი ქუჩების და ყოფის გასანობად.სანახაობებმაც არ დააყოვნა. გადავაწყდით საინტერესო ადამიანებს, რომელბიც ცეკვავდნენ და კრიშნას სადიდებელ სიმღერას ასრულებდნენ. ვეწვიეთ შუასაუკუნეების და ხმელთაშუაზღვის კულტურების მუზეუმებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის უფასო იყო. შეუძლებელია არაფერი თქვა ორღანის კონცერტზე, რომელსაც წმ. კლარას ეკლესიაში მისულები დავემთხვიეთ. ემოციებით და თავგადასავლებით სავსე დღის დასასრულს ბორანით გავემგზავრეთ კუნძულ გოტლენდზე ეკოსოფელ სუდერბინში, სადაც გველოდებოდნენ ჩვენი მასპინძელი სუდერბინის ოჯახის წევრები. რთულიამოკლედაღწეროყველაისგანცდა, რაცთანახლდაამპერიოდს. ახალიგამოცდილება, ახალიცოდნა, ახალიურთიერთობები, საინტერესოადამიანები, თვითშემეცნებაესისმცირეჩამონათვალია, რაცუკავშირდებაჩენსთავგადასავალსდაცხოვრების დაუვიწყარეტაპსსუდერბინისთბილოჯახში, მსოფლიოსსხვადასხვაქვეყნისწარმომადგენლებთანერთად, რომლებსაცაერთიანებთერთიმნიშვნელოვანისამყაროსადასაზოგადოებისმიმართღიაობადასიყვარული. თავგადასავლის პირველი კვირა გარემოს გაცნობის და სუდერბინის ოჯახში საკუთარი ადგილის პოვნას დაეთმო. ამავე კვირაში გვქონდა ქართული საღამო, რამაც მოგვცა საშუალება წარგვედგინა საკუთარი თავი და გაგვეცნო ჩენი კულტურა სუდერბინელებისთვის. ამავე კვირაში აქტიურად ჩავერთეთ ძირითადი საქმიანობის პროცესში. გავეცანით მუშაობის პრინციპებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ორშაბათი დილის შეხვედრა, სადაც ოჯახის წევრები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ განწყობებს, გეგმავენ კვირას, კონკრეტულ დღეს და ინაწილებენ პასუხისმგებლობებს ოჯახში მიმდინარე პროცესებზე. იქნება ეს სასათბურე მეურნეობა, ინჟინერია, მებაღეობა, საოფისე საქმიანობა, სოციალური პროექტები თუ ორგანიზაციის მართვა. სუდერბინელები ამ საკითხებს ინაწილებენ სურვილის და კომპეტენციის მიხედვით. ასევე მნიშვნელოვანია საოჯახო საქმიანობა მაგ. სადილი, რომელზეც ყოველ სამუშაო დღეს ერთი ადამიანია პასუხისმგებელი იზრუნოს დანარჩენების კვებაზე. ეს ის მომენტია დილის შეხვედრის შემდგომ ყველა სუდერბინელი ერთად, რომ იყრის თავს და გემრიელად შეექცევა მადისაღმძვრელ და დაუვიწყარი არომატების მქონე ვეგანურ კერძებს. განსხვავებული და ნაკლებორგანიზებულია შაბათი-კვირა. ერთადერთი რაც გაწერილია, ესაა კვირა დღის ტრადიცია, საუზმეზე უგემრიელესი ბლინები ჯემით. გოტლენდზე ყოფნის პირველი შაბათი-კვირა დავუთმეთ ექსკურსიას ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე შუასაუკუნეების ქალაქ ვისბიში. ვიხეტიალეთ ძველი ქალაქის კოხტა და ფერად ქუჩებში, დავტკბით ულამაზესი ხედებით. ვესტუმრეთ ასტრიდ ლინდგრენის სახლმუზეუმს. ადგილს, სადაც დაიბადა ამბავი ჭორფლიან პეპიზე. ვეწვიეთ მუზეუმს, სადაც გავეცანით კუნძულ გოტლენდის ისტორიას. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია გრავირებული ქვები და ისტორია, რასაც თითოეული მათგანი გიყვება. სავსე დღის დასასრულს ვესტუმრეთ სუდერბინის ოჯახის წევრს, ინგრიდს და ულამაზესი ხედების ფონზე ერთად მივირთვით უგემრიელისი ვახშამი. შემდეგი შაბათი-კვირაც თავგადასავლებით დატვირთული აღმოჩნდა, გამოვცადეთ საკუთარი თავი ველოსიპედსა და სკეიტბორდზე. გვქონდა საღამოს ფართი. შევიგრძენით ვიზბის ღამის ცხოვრების რიტმი. კვირა დღეს გემრიელი ბლინების შემდგომ კვლავ გავემგზავრეთ ვისბიში ამჯერად უკვე დამოუკიდებლად. ვცადეთ სტოპი, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად უშედეგო მცდელობისა ქალაქში მაინც ჩავაღწიეთ ვიხეტიალეთ ქალაქის ქუჩებში და მაღაზიებში. საღამოს ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში დავესწარით არაჩვეულებრივი აღალგაზრდა შემოქმედების კონცერტს. არ გამოვტოვეთ ბოტანიკური ბაღში და ბალტიის ზღვის სანაპიროზე ხეტიალი. ავივსეთ ფილტვები სუფთა ჰაერით სხეული კი ახალი ენერგიით. ეს, ძალიან მოკლედ ჩვენი თავგადასავლების შესახებ. რაც შეეხება,უშუალოდ ჩვენს საქმიანობას ეკოსოფელში. სამი კვირის განმავლობაში,ჩართული ვიყავით ყოველდღიურ საქმიანობაში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა გავცნობოდით ახალ მეთოდებს, რომლებსაც იყენებენ სათბურებში და ბიომეურნეობის მართვის პროცესებში. გავეცანით სხვადასხვა სახის კომპოსტის მომზადების და ნარჩენების მართის ადგილობრივ მეთოდებს ნულოვანი დანაკარგის პრინციპით, ასევე გადამუშავების გზებს. განვივითარეთ უნარები, როგორ შეიძლება დაგეგმო ღონისძიება და სისრულეში მოიყვანო შენი ინიციატივა. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, საინტერესო ვორქშოპები და ფილმის ჩვენებები, ინგლისური და შვედური ენის გაკვეთილები და ვეგანური სამზარეულოს გაცნობა, რომლებიც ცოდნის გაღრმავებას, გაზიარებას და ახალი უნარების განვითარებას ემსახურება. შეუძლებელია არაფერი თქვა სუდერბინის ოჯახის თითოეულ წევრზე, რომლებმაც ინდივიდუალურად თუ ერთად უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ჩვენს განვითარებაში. ჩვენი სუდერბინში ყოფნის პერიოდი გავს ჩვენს მიერვე დათესილი ყვითელი პომიდვრის ზრდის პროცესს, რომელმაც სულ ახლახანს გაიღვიძა და ისწრაფვის ზრდისა და განვითარებისკენ. ![]() As a part of the project "Growing leaders, growing change: Green city youth “, we had three unforgettable weeks at Suderbyn. Suderbyn is an intentional community, ecovillage and NGO involving open-minded people from various countries and cultures, located on the island Gotland in the middle of the Baltic Sea, working internationally for environmental and social regeneration. It’s impossible to go to Astrid Lindgren’s world and not have your trip look like a fairytale. It all started at Tbilisi International Airport. The plane which was waiting for us was colorfully painted. Flying was full of emotions, because it was our first flight. After a long flight we arrived at Arlanda Airport near Stockholm at noon. There we met our mentor Lars. We had a long trip ahead from the main land to Gotland. Since our ferry was in the evening, we had some hours left for museums and sightseeing. Stockholm is a very interesting place for us. We met Krishna prayers, they were singing and dancing in the street. After walking through the old town Gamla Stan, we ended up in the Medieval Museum. An underground museum showing everyday life in Medieval Stockholm. Second, the Museum of Mediterranean culture. Here we enjoyed the treasures of ancient Greece and ancient Egypt. Interestingly, these museums were free for tourists. The most pleasant was an organ concert in the Saint Clara church. In the evening, we had the ferry trip to Gotland, where our Suderbynian family members were waiting for us. It’s hard to describe these three unforgettable weeks. There were people from all over the world. They were connected as open-mind beings. During this phase, we got new experiences, knowledge and relationships. Here is a short summary of our journey. First week was about getting to know Suderbinians and Suderbyn. To know our self, our place in this community. On Friday, we had a Georgian traditional evening with music, food and dancing, a good opportunity to introduce our self and our culture. From the first Monday we took part in daily activities and workshops. Monday is a special day at Suderbyn. During the Monday morning meeting Suderbynians plan their whole week. The meeting starts with sharing their feelings. In what mood they are, why they are feeling the way they do. Family matter is also important. They go over what is left from past week and what kind of work has to be done during this week. This is work such as: the building of a green house, gardening, social projects, office work and organization management. Then, these areas are divided into responsibilities according to competences. Every working day there is at least one person responsible for the lunch which takes place around noon. In the weekends this is less organized although every Sunday morning start with a delicious breakfast with pancakes and jam. During our stay in Gotland, the first excursion was to Visby. It is a very nice town from the medieval era with colorful houses and modern shops. We visited Astrid Lindgren’s House Museum, where the story about Pippi Longstocking was born. We made a trip to the Gotland Museum and saw the fantastic exhibitions and history of Gotland. At the end of the day we visited our family member Ingrid and had a delicious dinner at her apartment.
The next week was full of adventures. We were challenged to ride a bicycle and a skate board. We experienced a night out in Visby, feeling the rhythm of Visby nightlife. On Sunday we decided to go to Visby hitchhiking. It seems that Swedish drivers are not as easy going as Georgian drivers, but still we made it. We took some photos and closed the day attending a concert in the Almedalen library. During these three weeks we have been actively involved in the community life. Taking part in organic farming and green house management were new experiences to us. We gained knowledge on composting and about recycling, upcycling, workshops and vegan cooking. Pati hosted an Acro-Yoga workshop. And we improved our skills in English, project management and many informal guidelines, that will be helpful for the implementation of our project. These three weeks are a bit like the growing of tomatoes, which we have planted here. It was sprouted and has enhanced the desire of growing and improving skills. |
Suderbyn blogWhat's happening in the ecovillage? What projects are we running at the moment? Here you can follow our work and find out about exciting news and events! Archives
June 2021
Categories
All
|